ყველასათვის საყვარელი როუენ ატკინსონი ეკრანზე ყველაზე სასაცილო აგენტი, ჯონი ინგლიშის როლით ბრუნდება.

კინოსურათი ეკრანზე 2018 წლის 20 სექტემბერს გამოვა და ატკინსონის გარდა ფილმში ემა ტომფსონსა და ოლგა კურილენკოს ვიხილავთ.

ფილმის მესამე ნაწილში ჯონი ინგლიში სკოლის მასწავლებელია, თუმცა დიდი ბრიტანეთს მისი დახმარება სჭირდება. სწორად ამიტომ პრემიერ-მინისტრი [ემა ტომფსონი] სპეცსამსახურებს სთხოვს ინგლიში სამსახურში დააბრუნონ და ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე მას ჩააბარონ.