ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი, 84 წლის ჯოან კოლინზი რაიან მერფისა და FX-ის სერიალ American Horror Story-ის მერვე სეზონში ითამაშებს.

84 წლის ჯოან კოლინზი, რომელმაც პოპულარობის პიკს 1980-90-იან წლებში სერიალ დინასტიაში ელექსისის როლის შესრულებით მიაღწია, დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია. დინასტიის შემდეგ ითამაშა ისეთ სერიალებში როგორიც არის ფეხბურთელების ცოლები და ცუდი გოგოები. აღსანიშნავია, რომ დინასტიის დროს სამსახიობო ანსამბლში ყველაზე მაღალი ანაზღაურება სწორედ მას ჰქონდა და ეპიზოდში $120 ათასს იღებდა.

თითქმის ყოველ წელს გამოდის ახალი ფილმი მისი მონაწილეობით და თამაშობს რომელიმე სერიალში მიწვეულ მსახიობად. წერს წიგნებს, რომელთა გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი რამდენიმე მილიონ დოლარს აჭარბებს და დღეს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალ მსახიობად ითვლება ბრიტანეთში. აქტიურია სოციალურ ქსელშიც და იყენებს ფეისბუქს, თვითერსა და ინსტაგრამს.

რაც შეეხება AHS-ის მერვე სეზონს, უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ მთავარ როლებს კეტი ბეიტსი, სარა პოლსონი და ევან პიტერსი შეასრულებენ.

როგორც რაიან მერფი ამბობს, ტრიოს წინ ძალიან დიდი საქმეები ელოდება.

"სარა და კეტი დიდ ამბებს დაატრიალებსნ, რა თქმა უნდა ევანთან ერთად. სამივე მსახიობი მთავარ როლს მოირგებს მერვე სეზონში", - ამბობს მერფი.

როგორც შოუს შემქმნელმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გაამხილა, ახალი ნაწილის სიუჟეტი მომავალში განვითარდება და მოგვიყვება იმ სააფრთხეებისა თუ შიშების შესახებ, რომლებიც მომავლის ადამიანებს ექნებათ.

მერფი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ისტორია 10 ან 20 წლის შემდეგ განვითარდება.

"ამ თემებს ახლა ვამუშავებ გუნდთან ერთად, თუმცა ვფიქრობ, რომ საინტერესო გამოვა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომავლის თემაზე არასდროს მიმუშავია და თუ რაც თავში მიტრიალებს ყველაფერი გამოვა, ხალხს მერვე სეზონი ძალიან მოეწონება. ეს იქნება ყველა წინა სეზონისგან განსხვავებული ნაწილი", - უთხრა მერფიმ ჟურნალისტებს და ისიც დასძინა, რომ არავითარ შემთხვევაში მოქმედება კოსმოსში არ განვითარდება.

წინასწარი ინფორმაციით FX-ის შოუს ახა სეზონს Radioactive[რადიოაქტიური] ერქმევა, თუმცა რაიან მერფი ამ ფაქტს არ ადასტურებს.

ჯერ-ჯრობით American Horror Story-ის მერვე სეზონთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.