ბათუმის პორტში ორი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში On.ge-ს უთხრეს, ორივე მათგანი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაბამისი სიმპტომები აქვთ, დასუსტებული აქვთ ორგანიზმი. სხვა საგანგაშო არაფერი აღენიშნებათ".

საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები ოთხი დღეა შიმშილობენ. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ისინი დირექტორის გადადგომას ითხოვენ და დაგეგმილ რეორგანიზაციას აპროტესტებენ.