აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო აშშ რუს ოლიგარქებს ამ კვირაში სანქციებს დაუწესებს. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო წლებში რუსული ბიზნეს ელიტის წინააღმდეგ ყველაზე აგრესიული ნაბიჯი გადაიდგმება. სანქციები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირებს შეეხებათ.

2017 წლის აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს "ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის სანქციების გზით წინააღმდეგობის გაწევის შესახებ". სწორედ ამ კანონის ფარგლებს გატარდება ახალი ზომები.

ტრამპის ადმინისტრაციის კანონზე დაყრდნობით 30 იანვარს გამოქვეყნდა ე.წ. კრემლის სია, რომელშიც პუტინის მთავრობასთან დაახლოებული ადამიანები და ოლიგარქები შედიოდნენ. სავარაუდოდ, სწორედ მათ შეეხებათ ახალი სანქციები