საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახლადარჩეულმა წევრმა, ნინია კაკაბაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის კარგია თუ მის რიგებში გედევან ფოფხაძე არ იქნება. კაკაბაძემ ამაზე ტვ პირველთან ისაუბრა.

დღეს, 4 აპრილს, პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს წევრებს კენჭი უყარა. ქართული ოცნების დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ნინია კაკაბაძის მეურვედ არჩევის გამო, შესაძლოა, უმრავლესობა დატოვოს.

კითხვაზე, გაბრაზებულია თუ არა ნინია კაკაბაძის არჩევის გამო უმრავლესობაზე, ის ასე პასუხობს:

"ვინც მას [ნინია კაკაბაძეს] უმრავლესობიდან მხარი დაუჭირა, მე არავის სალამს არ ვეტყვი".

გაიგეთ მეტი: