ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ქობულეთში გზა გადაკეტეს და ასწლოვანი ევკალიპტის ხეს არ ატარებენ. მათი განცხადებით, კომპანიას, რომელსაც ხე გადააქვს შესაბამისი დოკუმენტაცია და ნებართვა არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

"ივანიშვილი არც ხელმწიფეა და არც კანონი, ნუ ემსახურები, შენი ვალია კანონი დაიცვა, მე კი გეუბნები, რომ ეს ხე მოპარულია, რადგან არ აქვთ გატანისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია. ამიტომ დააბრუნონ უნდა უკან, თქვენ ეს გევალებათ და არა ჩვენი შეჩერება. დაწერე ოქმი, მოახდინე რეაგირება. ჩვენ არ გავატანთ უკანონოდ ხეს აჭარიდან, იქნებ მიხვდეს ეს ოლიგარქი, რომ უკვე მეტისმეტია", - აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ასე მიმართა პოლიციელს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.

აქციის მონაწილეები ელოდებიან, როდის წარმოადგენს კომპანია შესაბამის დოკუმენტაციას.