ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი და ექიმ ჰაუსის როლის შემსრულებელი ჰიუ ლორი Hulu-ს ახალ სერიალში მთავარ როლებს შეასრულებენ.

მსახიობები მონაწილეობას მიიღებენ ჯოზეფ ჰელერის რომანის, Catch 22, ეკრანიზაციაში.

ახალ შოუში მხოლოდ ექვსი სერია იქნება და მას Paramount გადაიღებს.

სერიალის სიუჟეტი იტალიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს და ის ამერიკელი ჯარისკაცების მისიაზე მოგვითხრობს.

გარდა მთავარი როლისა, კლუნი ამ სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება.