საუდის არაბეთის პრინცპმა, მოჰამად ბინ-სალმანმა, გამოცემა Atlantic-ის რედაქტორთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ებრალებს უფლება აქვთ ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო.

"მე მჯერა, რომ ებრაელებსა და პალესტინელებს უფლება აქვთ ჰქონდეთ საკუთარი მიწა, მაგრამ, ამავდროულად, აუცილებელია, შევძლოთ მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა და ურთიერთობების ნორმალიზება."

პრინცის თქმით, ისრაელში არსებობს მუსლიმური სიწმინდებიის დაცვის პრობლემა, თუმცა სხვა ასპექტში წინააღმდეგობა ებრაელებთან არ არსებობს.

ჯეფრი გოლდბერგთან ინტერვიუში პრინცმა საუდის არაბეთისა და ირანის ურთიერთობებზეც ისაუბრა. პრინცმა ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი აიათოლა ალი-ხამინეი ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

"ის ახლო აღმოსავლეთის ჰიტლერია, გასული საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში ვერავინ ხვდებოდა იმ საფრთხის შესახებ, რასაც ჰიტლერი წარმოადგენდა. ჩვენ არ გვინდა იმის დანახვა, რომ რაც მოხდა ევროპაში მოხდება ახლო აღმოსავლეთშიც".

პრინციპი სამკვირიანი ტურის ფარგლებში აშშ-შია. პრინცი წარადგენს პროგრამას "Vision 2030", რომელიც საუდის არაბეთის ეკონომიკურ რეფორმებს შეეხება. ინიციატივა ითვალისწინებს ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ეკონომიკის ნედლეულზე დამოკიდებულების შემცირებას.