ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც დმანისში 16 ჰექტარი მიწის სარგებლობის ტენდერი მოიგო ამბობს, რომ RMG Gold მათსა და საქართველოს ტერიტორიას უკანონოდ იყენებს. ამის შესახებ მათ ადგილზე ჩასვლისა და ადგილის დათვალიერების შემდეგ განაცხადეს.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, პროკურატურამ დაუყონებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება, რადგან RMG Gold საქმიანობდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც მას არასდროს არ ეკუთვნოდა.

ახალი საქართველოს ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, RMG Gold-ის უკანონო საქმიანობა სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე, მიუთითებს ხელისუფლებასა და კომპანიას შორის უკანონო გარიგებაზე.