სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ზვიად დევდარიანმა არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ქალებთან ურთიერთობას შეეხებოდა. ტაბულას ჟურნალისტმა კითხვა რამდენჯერმე გაუმეორა, თუმცა პასუხი მაინც ვერ მიიღო.

ჟურნალისტს დევდარიანს ჰკითხა: "სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით შეხვედრიხართ თუ არა ქალებს, რომლებსაც აინტერესებდათ სამსახური და თქვენ მათთან ამის ნაცვლად ისაუბრეთ სექსზე".

დევდარიანის ადვოკატის თქმით, "არ აპირებენ პრესკონფერენციაზე სასამართლოს გამართვას" და აღნიშნა, რომ მათ აქვთ არგუმენტები.

"ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისაგან", - თქვა დევდარიანის ადვოკატმა.

ზვიად დევდარიანი პატივისა და ღირსების აღდგენას სასამართლოს გზით გეგმავს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

17 მარტს ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობამ ქალების შევიწროების 10-მდე შემთხვევაში დაადანაშაულა. შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო.

დევდარიანი, რომელიც საზოგადობრივი მაუწყებლისსამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი იყო, ბრალდებებს უარყოფს. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით ქალების მონათხრობში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს.