ბევრისთვის ახალი ამბავი ნამდვილად არ იქნება როცა გაიგებს, რომ მალე Warner Bros. ჯოკერის ისტორიაზე ახალ ფილმს გადაიღებს, რომლის რეჟისორიც ტოდ ფილიპსი იქნება. ფილმის პროდიუსერი კი მარტინ სკორსეზე იქნება.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯოკერის როლზე კინოსტუდიას ლეონარდო დიკაპრიოს მიწვევა სურდა, თუმცა შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ ლეგენდარული პერსონაჟის როლს, სავარაუდოდ, ხოაკინ ფენიქსი შეასრულებდა.

ამ თემას მსახიობი მალევე გამოეხმაურა და თქვა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ კინოსტუდიას ამ პერსონაჟის განსახიერებლად მისი მიწვევა სურდა.

დღეს კი მსახიობმა როგორც ჩანს პოზიცია შეიცვაალა და ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.

"ჯოკერზე გადაღებულ ფილმს ზუსტად ისე აღვიქვამ, როგორც სხვა დანარჩენ ფილმებს. რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული ვიქნები თუ არა ამ ფილმში. ჟანრზე ნაკლებად ვფიქრობ, მთავარი ჩემთვის პერსონაჟია, მისი ისტორია და ის, თუ ვინ იღებს ფილმს. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ვნახოთ რა მოხდება", - ამბობს ფენიქსი.