გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-4 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, კახეთის რეგიონში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

სააგენტოს ცნობით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

გარემოს სააგენტოს პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია 5 აპრილამდე მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.