2 აპრილს კრემლში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, ამ ეტაპზე პუტინსა და ტრამპს შორის სამიტის გამართვის შესაძლებლობაზე საუბარი შეუძლებელია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვედრა 20 მარტს შესთავაზა. პრეზიდენტებს შორის 20 მარტის სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-დან 60 რუსი დიპლომატი და სიეტლში საკონსულო დახურა.

სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში დიდი ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებს. ამის გამო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა. ბრიტანეთის მხარდასაჭერად 150-ზე მეტი რუსი დიპლომატი 30-მდე ქვეყანამ გააძევა. მათ შორის საქართველომ ერთი დიპლომატი. რუსეთი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ რუსი დიპლომატების გაძევებას შესაბამისად უპასუხებს.

გაიგეთ მეტი სერგეი სკრიპალის მოწამვლის შესახებ.