მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს თქმით, მისმა გუნდმა მეორე ადგილზე გასვლა დაიმსახურა.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც პირველი ადგილიდან მეორეზე გადავინაცვლეთ, ადგილი არ დაგვიკარგავს და ისევ მეორეზე ვიმყოფებით".

"მეორე ადგილზე გასვლა დავიმსახურეთ. კრიტიკოსები ამბობენ, რომ მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსეადგილოსანი გუნდები ჩვენზე უკეთესები არიან, თუმცა ეს ასე არაა. ისინი რომ ჩვენზე უკეთესები იყვნენ, ჩვენზე მეტი ქულა ექნებოდათ" - განაცხადა მოურინიომ.

მისივე თქმით, ისინი ბოლომდე ბრძოლას აპირებენ, რათა მეორე ადგილი შეინარჩუნონ:

"ვაპირებთ, რომ ყოველ მატჩში ვიბრძოლოთ. შვიდი შეხვედრაა დარჩენილი. სეზონი მეორე ადგილზე უნდა დავასრულოთ".