საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე იზაბელა ოსიპოვა დაასახელა. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

"სახალხო დამცველის კანდიდატი იზაბელა ოსიპოვა თავად წარმოადგენს ეროვნულ უმცირესობას. მისი კანდიდატურა ერთხმად იყო მხარდაჭერილი საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გაბედული და პრინციპული საქმიანობის. კარგად იცნობს საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ გამოწვევებს, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკური თემის წინაშე დგას და მზად არის მათი ინტერესების დასაცავად", - აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.

პარლამენტში კანდიდატის დასამტკიცებლად საკმარისია სხდომაზე მყოფ დეპუტატთა ხმათა უმრავლესობა, მინიმუმ 51 ხმა.

ოსიპოვას ომბუდსმენმა მას შემდეგ დაასახელა, რაც მანამდე წარდგენილი კანდიდატმა, ზვიად დევდარიანმა ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა.

ამავე თემაზე: