მომღერალმა და მსახიობმა, ჯენიფერ ლოპესმა რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ახალი საპარტამენტი შეიძინა, რომლის ფასიც $15 მილიონია.

შენობა, სადაც ჯეილოს ახალი სახლია, 1924 წელს არის აშენებული და 6 საძინებელს, 3 სააბაზანოსა და 4 დიდ აივანს და გოლფის მინი მოედანს აერთიანებს. გარდა ამისა, სახლს აქვს ულამაზესი ხედი ნიუ-იორკზე.