ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა, რომელიც 8 აპრილს UFC 223-ზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა.

მიზეზი ტონი ფერგიუსონის მუხლის ტრავმაა.

"სიტყვებს არ შეუძლიათ იმის გამოხატვა, თუ რამხელა ტკივილსა და იმედგაცრუებას ვგრძნობ ამ მომენტში", - დაწერა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ფერგიუსონმა.

UFC-ის პრეზიდენტის დანა უაითის თქმით, ტონი ფერგიუსონს UFC-ის ნახევრადმსუბუქი წონის ჩემპიონი მაქს ჰოლოვეი შეცვლის.

ასე რომ, თუ ეს საპირველაპრილო ტყუილი არაა, 8 აპრილს მაქსისა და დაუმარცხებელი ნურმაგომედოვის ბრძოლას ვიხილავთ.