სამეგრელოს ერთ-ერთი სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი, რომელსაც 14 წლის მოსწავლე გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ 70 წლამდე ასაკის ბრალდებული იზოლატორშია გადაყვანილი.

გამოძიების ცნობით, 23 მარტს, ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა ა.კ.-მ, თავის კუთვნილ ავტოფარეხში და საცხოვრებელ ბინაში, მასთან დროებით მცხოვრები, 2002 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით იძიებს. ამ მუხლით, 16 წელს მიუღწეველ პირთან ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.