ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მიიღო.

ატაცში მან 124 კილოგრამი დაძლია და მოწინააღდეგეებს 22 კილოგრამით გაუსწრო. ამ მაჩვენებლით ანასტასია ახალგაზრდებში ევროპის რეკორდსმენიც გახდა.

პირველ ჯერზე მან 115 კგ აწია, მეორე ცდაზე 124 კგ. მესამე მისვლაზე შეკვეთილი 131 კილოგრამით ანასტასიას მსოფლიო რეკორდის დამყარება სურდა, თუმცა არ გამოუვიდა.