საქართველოს ტელერადიოცენტრი თბილისის სატელევიზიო ანძის ტურისტულ წერტილად გადაქცევას გეგმავს. ამ მიზნით კომპანია ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 120 ათასი ლარია.

მომსახურებაში ასევე გათვალისწინებულია სატელევიზიო კოშკის განვითარების კონცეფციის შექმნა. ტელერადიოცენტრში განმარტავენ, რომ კონცეფცია კომპლექსური უნდა იყოს.

თბილისის სატელევიზიო მაუწყებლობის კოშკი დამოუკიდებლად მდგომი მეტალის კონსტრუქციული ნაგებობაა. ანძა მთაზე, ზღვის დონიდან 719,2 მეტრის სიმაღლეზეა, მისი სიგრძე კი - 277,8 მეტრია. სატელევიზიო ანძა 1973 წელს ააგეს.