იტალიის სამხრეთ ნაწილში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა. მგზავრების დიდი ნაწილი მძიმედ დაშავდა.

BBC-ის ინფორმაციით, შეჯახებისას მატარებლები ერთსა და იმავე ლიანდაგზე ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობდნენ.

შეჯახება სანაპირო ქალაქებს, ბარსა და ბარლეტას შორის მოხდა.

მაშველები დაზიანებული მატარებლებიდან დაშავებულთა გამოყვანას ცდილობენ.

Rai TV-ს ადგილობრივ მეხანძრეთა გუნდის ხელმძღვანელმა უთხრა, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

გადარჩენილთა შორის ერთი პატარა ბავშვი იყო, რომელიც საჰაერო სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.