სულერთია რა პროფესიის ხარ პარლამენტარი თუ მომღერალი, მოცეკვავე თუ სპორტსმენი, დედისთვის შვებულება არ არსებობს. ამის კარგი დასტური კანადელი ჰოკეის მოთამაშე სარა სმალია, რომელმაც მატჩის შესვენებაზე შვილი ძუძუთი გამოკვება.

სპორტსმენს სურათი დედამ გადაუღო, რომელიც მოგვიანებით სარამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი თქმით, ამით სურს სხვა დედებს აჩვენოს, რომ არაფერია გასაკვირი იმაში, თუ დედა თავის შვილს სამუშაო პროცესის დროსაც კვებავს.

"შესვენების დროს ტანზე ნახევრად გავიხადე და გამოვკვებე, ამის შემდეგ მთელი თამაშის განმავლობაში მშვიდად ეძინა. წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ამ დროს დედა სურათს მიღებდა. მოგვიანებით გადავწყვიტე, რომ იმ საშინელი სტიგმის გამო, რაც მეძუძური დედების გარშემო არსებობს, ეს ფოტო გამომექვეყნებინა და ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ამაში სასირცხვილო არაფერია", - ამბობს სარა.

"ჰოკეის ის ოთხი წლიდან თამაშობს და ეს სპორტი მისთვის მთელი სამყაროა. როდესაც დავინახე როგორ აჭმევდა ის საკუთარ შვილს, მივხვდი, რომ სამყაროში ამაზე უფრო დიდი სილამაზე არ მინახავს", - ყვება სარას დედა, დენა ლანკტრი, რომელმაც შვილს ფოტო გადაუღო.