უკვე მრავალი წელია, არქტიკის საფარი უფრო და უფრო მცირდება. 2017 წელს ზღვის ყინულის ფართობი ყველაზე მცირე იყო მას შემდეგ, რაც ამ სტატისტიკის წარმოება დავიწყეთ.

2018 წელი სულაც არ აღმოჩნდა ამ კუთხით სახარბიელო. 2018 წელს 2017-ის შემდეგ მეორე მინიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საუბარია ყინულის იმ ფართობის დაკარგვაზე, რომელიც ტეხასისა და კალიფორნიის ერთად აღებულ ფართობზე მეტია.

ახლახან NASA-მ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ნაჩვენებია ზღვის ყინულის ზრდა და შემცირება უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში. მას ნასას კლიმატის მეცნიერი ახმოვანებს.

„არქტიკის ზღვის ყინულის საფარი შემცირებას აგრძელებს და ეს დაკავშირებულია არქტიკის ამჟამინდელ დათბობასთან“ - ამბობს კლეირ პარკინსონი, კლიმატის მეცნიერი ნასას გოდარდის ფრენების ცენტრში.

„ეს შეკრული წრეა: გათბობა ნიშნავს, რომ უფრო ნაკლები ყინული წარმოიქმნება და უფრო მეტი ყინული გადნება, ამავე დროს, მცირე რაოდენობის ყინული ნიშნავს იმას, მზის სხივები კიდევ უფრო ნაკლებად აირეკლება და ოკეანე კიდევ უფრო გათბება“.