დასაქმება და ჯანდაცვა - მანიფესტი პრობლემების შესახებ ტრანსგენდერების ხილვადობის დღეს
დღეს, 31 დეკემბერს ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ტრანსგენდერი თემი და მათი მხარდამჭერები თავიანთ პრობლემებზე საუბრობენ. წელს მათ მანიფესტი გაავრცელეს სადაც ძირითად ორ პრობლემაზე დასაქმებასა და ჯანდაცვაზე საუბრობენ.
შრომითი უფლებები
მანიფესტში შრომით უფლებებზე საუბრისას საქართველოში შრომით გარემოზეა ყურადღება გამახვილებული და 2011 წლიდან დღემდე გარდაცვლილი მუშების სტატისტიკური მონაცემებია მოყვანილი.
"ღირსეული შრომითი პირობების არქონა მთლიანი საქართველოს მოსახლეობის პრობლემაა, თუმცა ტრანსფობია არსებულ შრომით პირობებს აუარესებს თვითონ ტრანს თემისთვის", - ვკითხულობთ მანიფესტში.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარება რთული, ძვირადღირებული და ღირსების შემლახავი პროცესია. ამ მიზეზით უამრავი ტრანს ადამიანი ვერ ახერხებს ან არ სურს ამ პროცესის გავლა. გენდერის სამართლებრივი აღიარების გარეშე მათ უჭირთ სამსახურის შოვნა და იძულებულები არიან სექსმუშაკებად იმუშაონ.
ტრანსგენდერი თემი მოითხოვს:
- შრომითი ინსპექციის შემოღებასა და ანტიდისკრიმინაციული კანონის ამუშავებას;
- სქესის შესახებ ჩანაწერში ცვლილების შეტანისათვის არსებული უფლების შემლახველი პრაქტიკის აღმოფხვრას;
- გენდერის სამართლებრივი აღიარების სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი მექანიზმების დანერგვას.
ჯანდაცვა
ტრანსგენდერი თემი აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი მკურნალობის ხარჯებს ვერ ფარავს. მათივე განმარტებით, სახელმწიფო პროგრამებია არ აფინანსებს ტრანსსპეციფიური სამედიცინო პროცედურებს.
"ტრანს თემისთვის შეუძლებელია მათთვის საჭირო ჯანდაცვის პროცედურების მიღება, არა მხოლოდ იმიტომ რომ მაღალ თანხებთან არის დაკავშირებული, არამედ იმიტომაც, რომ უბრალოდ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი ტიპის სამედიცინო სერვისები", - აღნიშნულია მანიფესტში.
ამ გარემოებიდან გამომდინარე მათი მოთხოვნაა სახელმწიფო პროგრამებში ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების გათვალისწინება.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები