ფრანგული გამოცემა L'Équipe-ის ინფორმაციით, პსჟ უნაი ემერის ჩანაცვლებას დორტმუნდის ბორუსიას ყოფილი მთავარი მწვრთნელით, თომას ტუხელით გეგმავს.

ბუნებრივია, პარიზელთა გუნდის ხელმძღვანელობა უნაი ემერისგან იმაზე მეტს ელოდა, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გამოვარდნა იყო.

რამდენიმე დღის წინ ფრანგულ კლუბში მთავარ სპეციალისტად ანტონიო კონტეს მოიაზრებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, პსჟ-ს ხელმძღვანელობა ახლა ტუხელზეა გადაერთო.

განიხილება ასევე იოახიმ ლიოვის კანდიდატურაც.