ფრანგი რეჟისორების გილდიის გადაწყვეტილებით, კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო ჯილდოს გადასცემენ.

სკორსეზეს პრიზს 9 მაისს გადასცემენ.

"მოხარულები ვართ, რომ ჯილდოს ისეთი არაჩვეულებრივი რეჟისორი მიიღებს, როგორიც მარტინ სკორსეზეა", - ნათქვამია ფრანგი რეჟისორების გილდიის განცხადებაში.

აღნიშნული ჯილდო უკვე მიღებული აქვთ ისეთ რეჟისორებს, როგორებიც არიან ჯეინ კამპიონი, ჯიმ ჯარმუში, კლინტ ისტვუდი, ვერნერ ჰერცოგი და ა.შ.

კანის კინოფესტივალი 8 მაისს დაიწყება.