მარიამ ხაჭვანის ქართული ფილმი "დედე" პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში, Tinatin Award-ზე წარადგინეს.

ჟიურის ერთ-ერთი წევრი რუბენ ოსტლუნდია, რომელმაც შარშანდელ კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოს მოიპოვა ფილმისთვის The Square.

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი 15-დან 22 აპრილამდე გაიმართება.

გარდა ამისა, "დედეს" რეჟისორი, მარიამ ხაჭვანი თავის ახალ ფილმზე "ნენე" მუშაობას პარიზში განაგრძობს. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი კანის კინოფესტივალმა რეზიდენციის პროგრამისთვის Cinefondation შეარჩია.

მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი "დედე" ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. ფილმის მსოფლიო პრემირა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა. "დედეს" ასევე აქვს აღებული იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების ჯილდო აზია - წყნარი ოკეანის დაჯილდოვების.