ფილადელფია სიქსერსის ცენტრ ჯოელ ემბიდს თვალთან მიღებული ტრავმის გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.

მისი დაბრუნების დრო ოპერაციის შედეგებზეა დამოკიდებული და ჯერჯერობით ზუსტი თარიღის თქმა რთულია, თუმცა ESPN-ის ჟურნალისტის თქმით, მას ორიდან ოთხ კვირამდე გაუცდება.

ტრავმა ემბიდმა ნიუ-იორკ ნიქსთან მატჩში მიიღო, როდესაც თანაგუნდელ მარკელ ფულცს შეეჯახა.

სიქსერსი 44 გამარჯვებითა და 30 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილზე იმყოფება.