თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები პარლამენტს კაკაბაძის არჩევისკენ მოუწოდებენ
არასაპარლამენტო პარტიები თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვედ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მმართველმა პარტიამ ნინია კაკაბაძე ამ თანამდებობაზე მეხუთედ რამდენიმე დღის წინ არ აირჩია. პარტიების განცხადება კი დღეს, 30 მარტს გავრცელდა.
თავისუფლი დემოკრატები მიიჩნევენ, ხელისუფლებამ საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ტელევიზიად გადააქცია და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამეურვეო საბჭოში დამოუკიდებელი, კრიტიკულად მოაზროვნე და უკომპრომისო ადამიანები შევიდნენ.
"ქართული ოცნების უმრავლესობამ წინა კენჭისყრაზე ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო, რითიც გამოამჟღავნა დამოუკიდებელი და კრიტიკული აზრის მქონე ადამიანის კატეგორიული მიუღებლობა, ამასთანავე, უმრავლესობამ ხელყო საპარლამენტო უმცირესობის არსებითად დემოკრატიული უფლება, გამოიყენოს მისთვის კანონით განსაზღვრული კვოტა", - წერია თავისუფალი დემოკრატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, საპარლამენტო უმრავლესობა არ უწევს ანგარიშს მაუწყებლობის შესახებ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
"პარლამენტში ნინია კაკაბაძის მიმართ უკვე არაერთგზის გამოხატული უარყოფითი პოზიცია, ტოვებს შთაბეჭდილებას - ის იმდენად მიუღებელია ქართული ოცნებისთვის პერსონალურად, რომ მმართველი გუნდი მზადაა არ გაითვალისწინოს კანონით დადგენილი არცერთი მოთხოვნა, მხოლოდ იმიტომ, რომ ნინია კაკაბაძე არ მოხვდეს სამეურვეო საბჭოში", - ვკითხულობთ რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად 26 მარტს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე მეექვსედ დაასახელეს. მისი კანდიდატურისთვის, ყველა წინა შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობას მხარი არ დაუწერია და ის სამეურვეო საბჭოს წევრი ვერ გახდა.
განმეორებით კენჭისყრაზე კანდიდატების დასამტკიცებლად საკმარისია სხდომაზე მყოფ დეპუტატთა ხმათა უმრავლესობა, მინიმუმ 51 ხმა.
კაკაბაძეს საკონკურსო კომისიამ გასაუბრების დროს კომისიის 9-ვე წევრმა დაუჭირა მხარი.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები