7 წლის შემდეგ, ადამ სენდლერი და ჯენიფერ ენიტორნი ისევ ერთად გააცინებენ მაყურებელს და ნეტფლიქსის კომედიაში, Murder Mystery, მთავარ როლებს შეასრულებენ.

ფილმის სიუჟეტი ნიუ-იორკელი პოლიციელისა და მისი ცოლის გარშემო ვითარდება, რომლებიც ევროპაში მოგზაურობის დროს ახალგაზრდა მილიარდელის მკვლელობაში იქნებიან ეჭვმიტანილნი.

ენისტონისთვის და სენდლერისთვის ეს რიგით მეორე ერთობლივი პროექტი იქნება. მათ 2011 წელს უკვე ითამაშეს ფილმში Just Go With It, რომელიც კომერციულად მომგებიანი აღმოჩნდა და $215 მილიონზე მეტი შემოსავალი დააგროვა.

Murder Mystery-ში ერთ-ერთ მთავარ როლს ლუკ ევანსიც შეასრულებს.