სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა 10 222 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 7,2 პროცენტით მეტია. ხოლო, ქორწინებების რაოდენობა გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, 5,6 პროცენტით შემცირდა და 23 684 გახდა.

სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2017 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27,4, ხოლო კაცებისთვის 30,2 წელი იყო.