HBO-ს სერიალის სექსი დიდ ქალაქშის ვარსკვლავმა, სინტია ნიქსონმა, ნიუ-იორკის გუბერნატორის პოზიციაზე საბრძოლველად საკუთარი კანდიდატურა დააყენა.

ნიქსონი კენჭს დემოკრატების პარტიის სახელით იყრის.

ამ თემაზე ხანგრძლივი დუმილის შემდეგ საუბარი სარა ჯესიკა პარკერმაც გადაწყვიტა და პირველი კომენტარი გააკეთა, რომელშიც მსახიობი სრულ მხარდაჭერას უცხადებს სინტია ნიქსონს.

"მრავალი წელია, რაც სინტია ჩემი მეგობარი და კოლეგაა. ერთი სული მაქვს ვესაუბრო მას ამ თემაზე. დარწმუნებული ვარ გაიმარჯვებს და საუკეთესო გუბერნატორი იქნება", - ამბობს პარკერი.

გარდა ამისა, პარკერტმა ინსტაგრამზე პოსტიც გამოაქვეყნა:

პარკერისგან განსხვავებით, ნიქსონს მხარდაჭერა Sex and the City-ს სხვა მსახიობებმა რამდენიმე კვირის წინ გამოუცხადეს.

"ამაყი ვარ და მჯერა, რომ ის თავისი შრომითა თუ მონდომებით ნიუ-იორკს უკეთესობისკენ შეცვლის", - ამბობს შარლოტას როლის შემსრულებელი კრისტენ დევისი.

ნიქსონს მხარდაჭერა გამოუხადა სამანტას როლის შემსურლებელმა, კიმ კეტრელმაც:

"სრულ მხარდაჭერას და პატივისცემას ვუცხადებ ყველა კოლეგას, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობს", - ამბობს კეტრელი.