საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ თავმჯდომარე ვერ აირჩია. კენჭისყრა საბჭოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

თავმჯდომარის კანდიდატებად ორი მეურვე გია იაკობიძე და გიორგი ნიჟარაძე დასახელდნენ. იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობისთვის საკმარისი გამოცდილება არ აქვს, ნიჟარაძეს მიზეზი არ უთქვამს.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობას 17 აპრილამდე გრიგოლ გოგელია გააგრძელებს. საბჭოს წევრები უფლებამოსილების ამოწურვამდე კვლავ გააგრძელებენ კონსულტაციებს ახალი თავმჯდომარის არჩევის შესახებ

ამავე სხდომაზე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეც აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მარინა მუსხელიშვილი ირინა ფუტკარაძემ შეცვალა. იმ შემთხვევაში, თუ გრიგოლ გოგელიას უფლებამოსილების ამოწურვამდე ახალ თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ, ირინა ფუტკარაძეს მოუწევს ამ მოვალეობის შესრულება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე სამი წლის ვადით ირჩევა.