ESPN-მა გამოაქვეყნა იმ კალათბურთელების სია, რომლებმაც NBA-ზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს.

პირველი ადგილი, როგორც მოსალოდნელი იყო, მაიკლ ჯორდანმა დაიკავა. მან კალათბურთის სტილი მთლიანად შეცვალა. და ამასაც რომ თავი დავანებოთ, მისი გავლენა ეტყობათ დიდებსაც და პატარებსაც, როცა თამაშისას ჯორდანივით ცდილობენ ენის გამოყოფას.

ESPN-მა მეორე ადგილზე ლებრონ ჯეიმსი გაიყვანა. მათი თქმით, ლებრონი კალათბურთის პარადიგმას მას შემდეგ ცვლის, რაც NBA-ში მოვიდა. სავარაუდოდ, მომდევნო წელს იგი გახდება პირველი კალათბურთელი, რომელიც ჩაგდებული ქულებისა და შედეგიანი გადაცემების რაოდენობით 10 საუკეთესოში მოხვდება.

ჯეიმსის შემდეგ, ალბათ ბევრს აინტერესებს, თუ რომელი ადგილი მიანიჭეს ჟურნალისტებმა კობი ბრაიანტს. კობი ამ სიის მიხედვით, მეთორმეტეა. სტატიაში ნათქვამია, რომ კობი მიყვებოდა ჯორდანის ნაბიჯებს, თუმცა ამავდროულად თავადაც იყო ბრილიანტი.

რაც შეეხება სტეპ კარის, იგი მეათე ადგილზეა. სტეფს თანაგუნდელმა კევინ დურანტმა ისტორიაში საუკეთესო მსროლელი უწოდა. ბოლო წლების NBA-ში მომხდარი ტრანსფორმაცია, დიდწილად, სწორედ სტეფ კარისა და გოლდენ სტეიტს უკავშირდება.

სრული სიის ნახვა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე.