კანის საერთაშორისო, 71-ე კინოფესტივალზე სტენლი კუბრიკის ფილმის, 2001: A Space Odyssey, 50 წლის იუბილეს სპეციალური ჩვენებით აღნიშნავენ, რომელსაც რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი დაესწრება და დარბაზში შეკრებილ მაყურებელს მიმართავს, მათ შორის იქნებიან კუბრიკის ქალიშვილი და ყოფილი პროდიუსერი.

აღსანიშნავია, რომ ეს ნოლანის პირველი ვიზიტი იქნება კანის კინოფესტივალზე და გარდა კინოჩვენებისა, ის მასტერკლასსაც ჩაატარებს.

კინოფესტივალი წელს 8 მაისს დაიწყება.