ესპანურმა გამოცემა მარკამ ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი არგენტინის ნაკრებისა და ბარსელონას ლიდერ ლიონელ მესის შეადარა.

ვიდეო, რომელშიც ყაზაიშვილის გოლია ასახული, მარკამ შემდეგნაირად დაასათაურა:

"მესის არგენტინის ნაკრების ნაცვლად, საქართველოს ნაკრების რიგებში ხომ არ უთამაშია?"

27 მარტს ესპანეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მესი არგენტინელებს არ დახმარებია.