მას შემდეგ რაც სერიალების რიცხვმა და მათმა ხარისხმა მოიმატა, კიდევ უფრო გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, რომელთა ჩაცმულობასა თუ გარეგნობის სხვა დეტალებზე გავლენა პოპ-კულტურის პროდუქტებმა მოახდინეს.

მანამ სანამ ახალი სერიალების პერსონაჟბი იქცევიან მოდის სიმბოლოებად, წარმოგიდგენთ ძველ პერსონაჟებს, რომელთა ჩაცმულობასაც წლების წინ ყველა ბაძავდა.

რეიჩელი - Friends

ჯენიფერ ენისტონის პერსონაჟი თამამად შეიძლება დასახელდეს ეპოქის ერთ-ერთ დიდ კულტად. მაგალითად, ამერიკაში დღესაც კი პოპულარულია რეიჩელის ვარცხნილობები.

სემი, ალექსი და კლოვერი - Totally Spies

სემი, ალექსი და კლოვერი ჩვენი დროის პოპ-კულტურის განუყოველი ნაწილი გახდნენ, მათი ჩაცმულობა კი ბევრი თინეიჯერისთვის იყო მისაბაძი მაგალითი.

დანა - The X-Files

ჯილიან ანდერსონის პერსონაჟმა სამყაროს დაუმტკიცა, რომ იყო ჭკვიანი და თან მხედველობის სათვალეს ხმარობდე, ეს ძალიან, ძალიან სექსუალურია. დანას მკაცრი და საქმიანი იმიჯი კი მალევე გახდა ამერიკელი ბიზნესვუმენების შთაგონების წყარო.

ელექსისი - Dynasty

ელექსისის ქურქები, კოსტიუმები, ქუდები და ამ ყველაფერთად ერთად მისი შეუცვლელი მუნდშტუკი შეუცვლელ ადგილს იკავებს ყველაზე მოდური პერსონაჟების სიაში.

კერი, სამანტა, მირანდა და შარლოტა - Sex and the City

შეუდარებელი ოთხეული ნიუ-იორკიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისაბაძ მაგალითებად იქცნენ.