არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პედრო პასკულიმ, რომელმაც მარადონასთან ერთად 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, მესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იგი 1986 წლის მარადონას შეადარა.

"არგენტინა დღეს ათჯერ უფროა დამოკიდებული მესიზე, ვიდრე 1986 წელს იყო დამოკიდებული მარადონაზე. მესი ყველაფერს ვერ მოაგვარებს. კი, ნახევარდაცვასა და შეტევას ის ულიდერებს, მაგრამ დაცვას? ვინ უნდა მიხედოს დაცვას?"

"დიეგო მარადონამ უდიდესი წვლილი შეიტანა, თუმცა იგი მარტო არ ყოფილა".

თანაგუნდელების როლის აღსანიშნად, პასკულიმ აგუერო და დი მარიაც გააკრიტიკა.

"აგუეროსა და დი მარიას სანაკრებო დონეზე ის ფეხბურთი ჯერაც არ უჩვენებიათ, რასაც თავიანთ კლუბებში აჩვენებენ" - აღნიშნა 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ფეხბურთში.