მსახიობი ემილი ბლანტი მზად არის The Devil Wears Prada-ს გაგრძელებაში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ერთი პირობით - ახალ ნაწილში აუცილებლად უნდა იყვნენ მერილ სტრიპი, ენ ჰეთეუეი და სტენლი ტუჩი.

"თუ ისინი თანახმა იქნებიან, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას გაგრძელებაში. ხომ გესმით, მათ გარეშე პროექტი ვერ იქნება ისეთი, რის გამოც ადამიანები ამ ფილმის სანახავად წავლენ", - ამბობს ემილი.

The Devil Wears Prada შეიძლება ითქვას, რომ უკვე ითვლება ამერიკული რომანტიკული კომედიების კლასიკად.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ემილი ბლანტის პერსონაჟზე ცალკე წიგნი გამოვა.

მწერალმა ლორენ ვეისბერგერმა გაამხილა, რომ წიგნი უკვე მზადდება და მოლაპარაკებები მის ეკრანიზაციასთან დაკავშირებითაც მიდის.

წიგნი, რომლის სახელიც არის When Life Gives You Lululemons, გაყიდვაში 2018 წლის 5 ივნისს გამოვა.