საბანკო გადარიცხვები და ელექტრონული ფულის მართვა სულ უფრო მარტივი ხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფინანსური ოპერაციები დისკომფორტისგან მთლიანად დაცლილია. იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხშირად გვიწევს მეგობრებთან ერთად კაფეში სიარული და თანხის განაწილება, ან თუნდაც თანამშრომლებისთვის მაღაზიიდან საკვების ამოტანა, დაბადების დღის საჩუქრის ფულის შეკრება და ასე უსასრულოდ, მობაილბანკის გამოყენება ბევრს არაფერს ცვლის. ანგარიშის ნომრების მიმოცვლა, იმის კონტროლი, ვინმეს ხომ არ დაავიწყდა ჩარიცხვა, თანხის ნაკლებობა ან მეტობა და აფეთქებული "ჯგუფური ჩატი", სადაც ვერა და ვერ გაერკვია ყველა, ვის რამდენი აქვს ჩასარიცხი - არ თქვათ, რომ ასეთი რამ თქვენ არასდროს გამოგიცდიათ.

რა თქმა უნდა, რამდენიმე წლის წინანდელ სიტუაციასთან შედარებაც კი შეუძლებელია, მაგრამ ჯგუფური გადახდების განხორციელება მაინც ბევრ დროს გვაკარგვინებს. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაცია Sweeft.

ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, Sweeft ყველაზე მოსახერხებელი და ჭკვიანური აპლიკაციაა ფულის გადარიცხვა-გადმორიცხვისთვის.

ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, Sweeft ყველაზე მოსახერხებელი და ჭკვიანური აპლიკაციაა ფულის გადარიცხვა-გადმორიცხვისთვის. აპლიკაციის შემქმნელებმა საბანკო ტრანზაქციები სიმარტივის ახალ საფეხურზე აიყვანეს. Sweeft არის პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, განახორციელოთ როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური გადარიცხვები და თან ისე, რომ მინიმალური დრო დაკარგოთ. ყველა სიკეთესთან ერთად კი, Sweeft სოციალური ქსელის ფუნქციასაც ასრულებს, სადაც შეგიძლიათ მეგობრები გყავდეთ და მათ ფული ისე გადაურიცხოთ, თითქოს ჩატში სწერდეთ.

ფოტო: Sweeft

აპლიკაციის გადმოწერისკენ ფეისბუქის მომხმარებლების შეფასებებმაც მიბიძგა, რომლებიც Sweeft-ს პოზიტიურად აფასებდნენ.

Sweeft.me-ზე ზოგადი მახასიათებლების გაცნობის შემდეგ გადავწყვიტე, Sweeft მე თვითონ გამომეცადა. პროგრამის ინტერფეისში გარკვევა სირთულეს არ წარმოადგენს. ბარათის დამატება, მეგობრების მოძებნა - რამდენიმე წუთის შემდეგ აპლიკაციის სრულუფლებიანი მომხმარებელი გახდებით.

მეგობრებს ვთხოვე, მათაც გადმოეწერათ აპლიკაცია, რათა ფუნქციების შემოწმება შემძლებოდა. გადავწყვიტე, მეგობრისთვის, რომელმაც წინა დღეს ლანჩზე დამპატიჟა, ვალი Sweeft-ის გამოყენებით დამებრუნებინა. თქვენ თვითონ ნახეთ, რამდენად მარტივი იყო ამის გაკეთება.

პირადი გადარიცხვა - როგორც ხედავთ, პირველ რიგში საძიებო ველიდან მოვნიშნე ჩემი მეგობარი. აპლიკაციამ მაშინვე შემომთავაზა თანხის დაფიქსირება, შემდეგ კი ტრანზაქციის დანიშნულება, რისთვის ვურიცხავდი ფულს. მე მადლობის სათქმელად გამოვიყენე ეს ველი, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ, რომ საჩუქრის ფულია ან გზის, ან ნებისმიერი სხვა რამის. ამის შემდეგ დავაჭირე Send ღილაკს და მისია შესრულებულია.

სასიამოვნოდ გამაოცა იმ ფაქტმაც, რომ ყველა ტრანზაქცია, რომელსაც აპლიკაციაში განახორციელებთ, უფასოა და საკომისიო არ მოგეჭრებათ.

Social Feed - თქვენი და თქვენი მეგობრების აქტივობის სივრცე

სასიამოვნო აღმოჩენა იყო, რომ აპლიკაციას კედელიც აქვს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ გაასაჯაროოთ გადახდა ან პირიქით, მკაცრად გაასაიდუმლოთ. სახალისოა, არა? სწორედ აქ აღმოვაჩინე, რომ ჩემი გადარიცხული 10 ლარი, ჩემმა მეგობარმა, ჩვენს საერთო მეგობარს გადაურიცხა თანამშრომლის დაბადების დღის საჩუქრისთვის.

იქვე, თქვენ გაქვთ საკუთარი პროფილი, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ მთავარი ფოტო, მიამაგროთ საბანკო ანგარიში და Sweeft-ზე არსებული თანხა ანგარიშზე გადაირიცხოთ, შეცვალოთ პარამატერები და სხვ.

აღსანიშნავია, რომ Sweeft ლიცენზირებული პროვაიდერია და ის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება, რაც აპლიკაციის დაცულობაზე მეტყველებს.

Request და Send ფუნქციები - ფულის გაყოფა ჯგუფურად

ფულის გადარიცხვისას შევნიშნე, რომ Sweeft-ს მოთხოვნის ფუნქციაც ჰქონდა, რომელიც ძალიან საჭირო მიგნება აღმოჩნდა.

შესაძლოა, ეს აპლიკაცია ყველაზე საჭიროც კი იყოს თქვენთვის, რადგან ფულის გადარიცხვები, როგორც მიხვდით, ბევრად უფრო სწრაფი და კომფორტული გახდება

Sweeft-ის მთავარი ხიბლი, ჩემი აზრით, სწორედ Request ფუნქციაა, რომელიც შეგიძლიათ არაერთი დანიშნულებით გამოიყენოთ. მაგ: სთხოვოთ მეგობარს ფულის სესხება, მოითხოვოთ გასასხებული თანხის უკან დაბრუნება და რაც მთავარია, ჯგუფური გადახდისას, თანხა მეგობრებზე საჭიროებისამებრ გაანაწილოთ.

ვთქვათ, მაღაზიაში ჩადიხართ და მოშიებული მეგობრები გთხოვენ, მათაც წამოუღო რამე. ზოგს მეტი საჭმელი უნდა, ზოგს ნაკლები, შესაბამისად დახარჯული თანხაც განსხვავდება. Sweeft-ში შეგიძლია მონიშნო თითოეული მათგანი და ვისაც რამდენი აქვს გადასახდელი, იმდენი მოსთხოვო.

მთლიანობაში, აპლიკაციის ასათვისებლად რამდენიმე წუთი დამჭირდა. Sweeft ძალიან მეგობრულია და მარტივად გამოსაყენებელი. შესაძლოა, ეს აპლიკაცია ყველაზე საჭიროც კი იყოს თქვენთვის, რადგან ფულის გადარიცხვები, როგორც მიხვდით, ბევრად უფრო სწრაფი და კომფორტული გახდება.

სხვის ნათქვამს ნუ ენდობით, თავად გადმოწერეთ Sweeft და დარწმუნდით, რომ ათასი გამოუსადეგარი აპლიკაციის გვერდით, ეს ის აპლიკაცია იქნება, რომელიც მართლა გაგიმარტივებთ ცხოვრებას.

აპლიკაცია თავსებადია iOS და Android სისტემებზე. მისი გადმოწერა შესაძლებელია App Store-დან და Google Play-დან.