კვლევა: დღის განმავლობაში მუდმივად ძილის სურვილი, შესაძლოა, ალცჰაიმერის ნიშანი იყოს
მკვლევარებმა იციან, რომ ისეთ რთულ მდგომარეობას, როგორიც ალცჰაიმერია, ერთი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არ აქვს. დაავადების გამოწვევაში დიდ როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორი და დაბერებისთვის თანმხლები ბიოლოგიური პროცესები.
ალცჰაიმერი ადამიანებისგან მეხსიერებას "იპარავს" და ტვინს აზიანებს. ბოლო წლებში, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ალცჰაიმერის რისკის განსაზღვრა წინასწარ შეიძლება.
ბოლო კვლევაში, რომელიც JAMA Neurology-ში გამოქვეყნდა, მეცნიერების ჯგუფი ამტკიცებს, რომ დღის განმავლობაში უძილობის შეგრძნება დაავადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომი შეიძლება იყოს.
ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანებს წყვეტილი ძილი ახასიათებთ. ბიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძილის დროს ტვინი დაგროვილ ამილოიდებს იშორებს. ეს ის პროტეინია, რომლის ჭარბი რაოდენობაც ნერვულ უჯრედებს აზიანებს. ამ დრომდე უცნობი იყო, ამილოიდების დაგროვება იწვევს ძილის დარღვევას თუ პირიქით, არასაკმარისი ძილი უწყობს ხელს მავნე პროტეინების დაგროვებას.
ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად, მეცნიერებმა 3 000-მდე მოხუცი შეისწავლეს. მათგან 283 ადამიანი შვიდი წლის განმავლობაში ძილთან დაკავშირებულ კითხვებს დეტალურად პასუხობდა და ტვინის სკანირებასაც გადიოდა.
მონაწილეებიდან 22%-მა აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში მუდმივად ეძინებოდა. როდესაც კვლევის ხელმძღვანელმა, პრაშანტი ვემურმა, კვლევის ყველა მონაწილის ტვინის სკანირების შედეგები შეამოწმა, აღმოაჩინა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ძილიანობას უჩიოდნენ, ტვინში ამილოიდების მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ.
"ჩვენ დავადგინეთ, რომ დღის განმავლობაში ძილის მოთხოვნილება ამილოიდების დაგროვებით არის გამოწვეული იმ ადამიანებში, რომლებსაც ისედაც აქვთ ეს პრობლემა. დროთა განმავლობაში ეს საშიშ მასშტაბებს აღწევს", - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი.
მთავარი დასკვნა, რომელიც ამ ეტაპზე მკვლევარებს აქვთ ისაა, რომ ძილის მოწესრიგებულ რეჟიმს ტვინის ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ეს გვიცავს ამილოიდებისგან - პროტეინისგან, რომელიც ალცჰაიმერთანაა კავშირში.
მკვლევარები ასევე სწავლობენ, ძილის მოწესრიგება იმოქმედებს თუ არა ტვინში ამილოიდების რაოდენობაზე, თუმცა ამ მონაცემების მიღებას ათწლეულები სჭირდება.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
კომენტარები