მარტინ სკორსეზე ნეტფლიქსისთვის ახალ ფილმს, The Irishman, იღებს, რომელშიც მთავარ როლებს რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო, ბობი კანავალე და ჯო პეში შეასრულებენ.

ნეტფლიქსმა ფილმისთვის სკორსეზეს თავდაპირველად $100 მილიონი გამოუყო, თუმცა საბოლოოდ $140 მილიონი მისცეს.

ფილმი განგსტერული ჟანრისაა და ის რეალურ მოვლენებს ეფუძნება. ამბავი პროფკავშირის გაერთიანების პრეზიდენტის ჯიმი ჰოფას (ალ პაჩინო) გარშემო ვითარდება, რომელიც 1975 წელს მისტიურად გაუჩინარდა. სამართალდამცავები ამ ამბავს მაფიას უკავშირებდნენ და ამას შემდგომში მოწმობს ისიც, რომ გარდაცვალებამდე კრიმინალმა ფრენკ შირანმა (რობერტ დე ნირო) აღიარა, რომ სწორედ ის იყო ერთ-ერთი ადამიანი ვინც ჰოფას მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ცხედარი კი თავიდან მოიშორეს. უნდა ითქვას ისიც, რომ ჰოფას გაუჩინარება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენად ითვლება ამერიკაში.

აღსანიშნავია, რომ ფილმში ჯიმი ჰოფას ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდია აღწერილი, მათ შორის ისიც, როცა ჰოფა 40 წლის იყო, ამ ასაკის განგსტერს კი არა სხვა მსახიობი, არამედ თავად ალ პაჩინო განასახიერებს.

გთავაზობთ ფოტოებს გადასაღები მოედნიდან:

ფილმი 2019 წელს გამოვა.