DataLab-ის ინფორმაციით, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურაზე დახარჯული თანხები ბოლო 4 წლის განმავლობაში 35 პროცენტით შემცირდა.

2016-2017 წლებში ყველაზე მეტი თანხა დედაქალაქის სკოლებისთვის იყო გამოყოფილი, 2016 წელს - 8 740 398 ლარი, 2017 წელს კი - 7 098 263.

თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი თანხა 2016 წელს შიდა ქართლის რეგიონზე დაიხარჯა - 4 204 636 ლარი, ყველაზე ცოტა კი აჭარაზე - 32 466.

ანალოგიური ტენდენცია გამოიკვეთა 2017 წელსაც და დედაქალაქის შემდეგ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი შიდა ქართლის რეგიონს გამოეყო - 5 482 118 ლარი. აჭარის რეგიონზე დახარჯული თანხა კი, წინა წელთან შედარებით, 91 პროცენტით შემცირდა და მხოლოდ 1 727,75 ლარი შეადგინა.

2017 წელს, წინა წელთან შედარებით, სკოლების ინფრასტრუქტურაზე დახარჯული თანხები გაიზარდა შიდა ქართლის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში, მცხეთა-მთიანეთში თითქმის იგივე დარჩა, ხოლო სხვა ყველა რეგიონში შემცირდა.

ფოტო: IDFI

ღია მონაცემთა ლაბორატორია შეიქმნა პროექტის "საზოგადოების გაძლიერება კარგი მართველობის ხელშეწყობისთვის" ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.