ტიფანი ჰადიშმა პანდორას ყუთს თავი მოხსნა და პოპ კულტურას ახალი სკანდალი აჩუქა.

GQ-სთან ინტერვიუში Girls Trip-ის ვარსკვლავმა, თქვა, რომ ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა მსახიობმა ქალმა ბიონსეს სახეში დაარტყა.

ამის თქმა საკმარისი იყო, რომ მსოფლიოს პასუხების მოძებნა დაეწყო, სოციალურ ქსელში ჰეშთეგიც კი გამოჩნდა - #WhoBitBeyonce [#ვინდაარტყაბიონსეს] და სამყაროსაც ახალი თავსატეხი გამოუჩნდა.

ტიფანი ჰადიში ინტერვიუს დროს ამბობდა, რომ ინციდენტი ერთ-ერთ წვეულებაზე, დეკემბერში მოხდა, რომელსაც ბიონზე ქმართან - ჯეი ზისთან ერთად ესწრებოდა.

"ერთ-ერთ წვეულებაზე ბიონსე გაუჩინარდა და როდესაც ვნახე, გაოგნებული დავრჩი, საკუთარ თავს არ ჰგავდა. უკან მეგობარი მოჰყვებოდა და მას ვკითხე რა ხდებოდა. წარმოგიდგენია, ამ ძუკნამ ბიონსეს სახეში დაარტყა. პირველი შოკი მაშინ მქონდა, როდესაც გავიგე, რომ ჩემს მეგობარს დაარტყეს, შემდეგ კი როდესაც მითხრეს იმ მსახიობი ქალის სახელი, ვინც ბიონსეს ასე მოექცა", - იხსენებს ჰადიში.

ტიფანი ყვება იმასაც, რომ ამ ამბით გაცოფებულმა, გადაწყვიტა ბიონსეს გამო შური ეძია.

"ბიონსესთან მივედი და ვუთხარი, იცოდე, ახლა მივალ და იმ ძუკნას მაგრად ვცემ. თუმცა ბიონსემ გამაჩერა და მთხოვა ეს არ მექნა, რადგან ის მსახიობი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო და თან ნასვამი. 'ის ასეთი არ არის, უბრალოდ ახლა შეეშალა და საშინლად მოიქცა' - მითხრა ბიონსემ და მთხოვა, რომ ეს ამბავი დამევიწყებინა", - ყვება ტიფანი.

სხვადასხვა გამოცემებმა უკვე დაიწყეს ამ ამბავზე დიდი გამოძიების ჩატარება, მათ აინტერესებთ, ინცინდენტის ზუსტი დრო და რა თქმა უნდა ის, თუ რომელი მსახიობი მოიქცა ასე თავხედურად.

წინასწარი ინფორმაციით, წვეულება დეკემბერში იყო, რომელსაც შოუ-ბიზნესის ბევრი ცნობილი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის ორი მსახიობი - სარა ფოსტერი და სანა ლეთანი.

მთავარი ბრალდებები სწორედ ამ ორი მსახიობის მისამართით არის, თუმცა ფოსტერი უკვე გამოეხმაურა მითქმა-მოთქმას და ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა.

"ჩემთვის კომპლიმენტია, თუ ვინმე თვლის, რომ ბიონსესთან ახლოს ვარ", - წერს ფოსტერი.

Flattering that anyone thinks I could get this close to Beyoncé.

A post shared by Sara Foster (@sarafoster) on

ბრალდებები უარყო სანა ლეთენმაც.

"არც ერთ მდგომარეობაში არ მოვიქცეოდი ასე და თუ ეს მოხდებოდა, ეს მხოლოდ სიყვარულის დარტყმა იქნებოდა", - წერს ლეთენი.

რაც შეეხება ბიონსეს, ის ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, მისი ფანებს კი ტიფანის საქციელს არ ამართლებენ და ამბობენ, რომ მას ეს ისტორია საჯაროდ არ უნდა მოეყოლა.