Check in Georgia 2018-ის საქართველოში რეკლამირებისთვის დამატებით 440 000 ლარი დაიხარჯება. სარეკლამო მომსახურების შეძენას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტრო პირდაპირი შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. უწყება თანხმობას შესყიდვების სააგენტოსგან ელოდება.

440 000 ლარად იგეგმება:

  1. პრესკონფერენციების, როუდშოუების, პრეზენტაციების მოწყობა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა;
  2. ტელერეკლამა;
  3. ინტერნეტ რეკლამა;
  4. რადიორეკლამა;
  5. ვიდეო რგოლების დამზადება;
  6. ბეჭდვითი რეკლამა ;
  7. გარე რეკლამა;
  8. რეკლამის გავრცელება საზოგადოებრივი ტრანსპორტით;
  9. მარკეტინგულ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები;
  10. სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიის ორგანიზების მომსახურება;
  11. საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მომსახურება;
  12. გაფორმებასთან დაკავშირებული მომსახურებები (დიზაინერის მომსახურება);
  13. კონტენტმარკეტინგის მომსახურება;
  14. ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციის მიზნით ვიდეორგოლების გადაღება;
  15. სატელევიზიო სივრცეში ფლეისმენტი;
  16. ეკონომიკური პროფილის მედიაპროდუქტებში/გადაცემებში სასპონსორო პაკეტების შესყიდვა.

Check in Georgia 2018-ის საქართველოში 500 000 ლარის სარეკლამო მომსახურების პირდაპირ შეძენაზე დასტურს ელოდება საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაც.