ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, ნატოში რუსეთის მისიის შვიდ მოხელეს გააძევებს. ასევე, მისიის კიდევ სამ წევრს უარი ეთქვა აკრედიტაციაზე. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბორის ჯონსონთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ამგვარი, გადაწყვეტილების მიზეზად 4 მარტს ბრიტანეთში, ყოფილი რუსი აგენტისა და მისი შვილის ნერვო-პარალეპტიკური ნივთიერებით მოწამვლა სახელდება. მიღებული გადაწყვეტილების შედეგად რუსეთის მისია ნატოში 30-დან 20 ადამიანამდე შემცირდება:

"ამ ნაბიჯით, ჩვენ გასაგებად მივანიშნებთ რუსეთს, რომ ესეთი საშიში და მიუღებელი ქცევა დაუსჯელი არ დარჩება. ეს არის პასუხი იმ არაკონსტრუქციულ პასუხზე რაც რუსეთისგან მივიღეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთმა სათანადოდ ვერ შეაფასა ნატოში შემავალი მოკავშირეების ერთიანობა".

ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის პირველი პირების შეხვედრის შემდეგ, 26 მარტს მსოფლიოს 26-მა სახელმწიფომ ჯამურად 127 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

უფრო მეტი რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გაიგეთ აქ.