მარკ ცუკერბერგს აშშ-ს კონგრესში დაკითხავენ
Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი კონგრესში Cambridge Analytica-ს საქმეზე ჩვენებას მისცემს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარკ ცუკერბერგი კონგრესში საქმის განხილვას არ დაესწრებოდა, თუმცა ამ დროისთვის კომპანიაში აცხადებენ, რომ ის კონგრესის მოწვევას მიიღებს და 12 აპრილს გასამართ მოსმენებს პირადად დაესწრება.
საქმე ეხება ბრიტანულ ანალიტიკურ ცენტრ Cambridge Analytica-სთვის, Facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის გადაცემას, მომხმარებლების თანხმობის გარეშე. მონაცემები კომპანიამ, სავარაუდოდ, 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ამერიკელ ამომრჩევლებზე მანიპულირებისთვის გამოიყენა.
სკანდალი, რომლის გამოც Facebook-ის აქციები მკვეთრად ეცემა - მარტივად
ცუკერბერგის კომპანია ბოლო თვეების განმავლობაში, მომხმარებლების მხრიდან უნდობლობას განიცდის. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს ჩვენების სტრატეგიაზე მუშაობა, რომელსაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამერიკელი კანონმდებლების წინაშე მისცემს.
სენატის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარემ ჩაკ გრეზლიმ, ჩანიშნულ მოსმენებზე Google-ისა და Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორები სუნდარ პიჩაი და ჯეკ დორსიც მიიწვია.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
კომენტარები