მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწილამდე 2 თვე დარჩა. მართალია ქორწილის შემდეგ ამერიკელი მსახიობი პრინცესის ტიტულს ვერ მიიღებს, მაგრამ როგორც მედია წერს, მას დიდი შანსი აქვს დაიანას მსგავსად ხალხის გულების პრინცესად იქცეს.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში 1990-იან წლებში გადაღებული ვიდეო გამოჩნდა, სადაც მეგანი თავის მეგობრებთან ერთად თამაშობს და არც მეტი, არც ნაკლები, დედოფალ ელიზაბეტის როლს ასრულებს.

"მეგანი ყოველთვის მთავარი ვარსკვლავი გახლდათ. ამ თამაშში ის დედოფლის როლშია და ახლა უკვე ეს ვიდეო ირონიულ მნიშვნელობას იძენს", - ამბობს მეგანის ბავშვობის მეგობარი.

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის სამეფო ქორწილი 2018 წლის 19 მაისს გაიმართება.