პოპ ვარსკვლავმა კრისტინა აგილერა ჟურნალ Paper-ის ახალ ნომრის მთავარი პერსონაჟია. შესაბამისად მან ჟურნალს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ახალ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.

37 წლის კრისტინა ფოტოგრაფის გადაწყვეტილებას დასთანხმდა და უმაკიაჟოდ გადაიღო ფოტოები.

გარდა ამისა, აგილერამ საკუთარ კარიერაზეც ისაუბრა და გაამხილა, თუ რატომ აიღო ტაიმაუტი. შეგახსენებთ, რომ მისი უკანასკნელი ალბომი 2012 წელს გამოვიდა, ფანებს კი მისი ხილვის საშუალება, მხოლოდ Voice-ის ჟიურიში ყოფნისას ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ შოუ-ბიზნესში დაბრუნება მომღერალმა კინოს საშუალებით გადაწყვიტა. 2018 წელს მისი მონაწილეობით მიუზიკლი - Broadway 4D გამოვა, სადაც ის ლეგენდარული ევიტა პერონის როლს შეასრულებს.

რა თქმა უნდა, კრისტინა მუსიკის მიტოვებასაც არ აპირებს.

"რა თქმა უნდა მოვა დრო, როდესაც მე მუსიკაში ისევ აქტიურად დავბრუნდები, უბრალოდ ხანდახან პაუზის დროა, რომელიც საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად უნდა გამოიყენო", - ამბობს მომღერალი.