ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთიდან საკუთარი დიპლომატი გამოიწვია. ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს ინფორმაციას.

ნიდერლანდების საგარეო უწყებამ ახსნა, რომ დიპლომატი თურქეთიდან მისივე უსაფრთხოებისთვის გაიწვიეს. ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სტამბოლში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს თანამშრომელი, რომელიც რეგიონულ საკითხებს კურირებდა, თურქულმა მედიამ საიდუმლო ინფორმაციების შეგროვებაში დაადანაშაულა.

Al Jazeera-ს წყაროს ცნობით, დიპლომატი არალეგალურად აგროვებდა ინფორმაციას ჩრდილოეთ სირიის პროვინცია აფრინში, თურქეთის მიერ ჩატარებულ სამხედრო ოპერაციაზე. არც ნიდერლანდების და არც თურქეთის ხელისუფლებები ამ ეტაპზე ოფიციალურად არ ადასტურებენ ჯაშუშობის ფაქტს.